воскресенье, 5 апреля 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე

დასრულდა კიდევ ერთი საინტერესო და წარმატებული დღე.
მოვაწყეთ ბლოგზე ატვირთული პორტფოლიოების პრეზენტაცია. განვიხილეთ თითოეული პროექტის შინაარსობრივი მხარე, თუ როგორ გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში. გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები.
ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების გაჯეტების და ვიდეოების ჩასმა. HTML გაჯეტის გამოყენება. ასევე შევისწავლეთ როგორ შეიძლება  ბლოგში სასურველი სიტყვიდან შესაბამის ინტერნეტ მისამართზე გადასვლა. ვისწავლეთ ბლოგზე კითხვარის დადება.
ტრენერი გვესაუბრა Picasaweb-ალბომის შექმნაზე და მიგვითითა სად შეგვიძლია აღნიშნული პროგრამის ვიდეო გაკვეთილების ნახვა.
დასრულდა საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი. ჩემი ცოდნის დონე შეივსო და გაიზარდა. ადვილად შემიძლია ინტერნეტის გამოყენებით გავაკეთო პროექტებიშევიძინე მეტი უნარ-ჩვევები ინტერნეტიდან  მასალის მოძიების და გამოყენების. შეძენილ უნარ-ჩვევებს წარმატებით გამოვიენებ ჩემს პრაქტიკაში

დიდი მადლობა  ქალბატონ ქეთი ცერაძეს, რომელიც მთელი ტრენინგის განმავლობაში დაუღალავად და მოთმინებით გვიხსნიდა და გვასწავლიდა  კომპიუტერის საშუალებით ეფექტური პროექტების კეთებას.

суббота, 4 апреля 2015 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით.
შევისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა, გადავხედეთ პორტფოლიოს, გავასუფთავეთ ზედმეტი ფაილებისგან, ავტვირთეთ საქაღალდე, მივანიჭეთ მისამართი და გადავიტანეთ ბლოგზე. ბლოგზე ჩავამატეთ სიის გაჯეტი.
ტრენინგი საკმაოდ საინტერესო, ნაყოფიერი და დატვირთული იყო.